![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Rugby_union_pictogram.svg/langka-640px-Rugby_union_pictogram.svg.png&w=640&q=50)
რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე
From Wikipedia, the free encyclopedia
შეჯიბრება რაგბიში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდა 1900 წელს პარიზში და მას შემდეგ ჩართული იყო 1908, 1920 და 1924 წლების თამაშების პროგრამაში. ამ ოთხი თამაშებიდან სამში ერთმანეთს ეჯიბრებოდა მხოლოდ ორი გუნდი, 1924 წელს მონაწილეობდა სამი ქვეყანა. ასე რომ, ოლიმპიადის ყველა მონაწილე პრიზიორი ხდებოდა. 1924 წლის შემდეგ რაგბი ამოიღეს ოლიმპიური პროგრამიდან და იქ ისევ დაბრუნდა 92 წლის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, სადაც შეჯიბრებები ჩატარდება შვიდკაცა რაგბის ფორმატში კაცებსა და ქალებს შორის.
![რაგბი](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f4/Rugby_union_pictogram.svg/150px-Rugby_union_pictogram.svg.png)