![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/0/04/Rugby_World_Cup_2023_logo.svg/langka-640px-Rugby_World_Cup_2023_logo.svg.png&w=640&q=50)
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023
From Wikipedia, the free encyclopedia
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 — რაგბის რიგით მე–10 მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2023 წლის 8 სექტემბრიდან – 28 ოქტომბრამდე საფრანგეთში იმართება. ტურნირის გახსნისა და ფინალური მატჩები პარიზის ჩრდილოეთით, სენ-დენის კომუნაში მდებარე სტად დე ფრანსზე ჩატარდება. ჩემპიონატი უილიამ უებ ელისის მიერ სპორტის ამ სახეობის „გამოგონების“ მე-200 წლისთავს მიეძღვნება.[1] ჩვეულებრივ, ტურნირი ექვსი კვირა გრძელდებოდა, მაგრამ 2021 წლის 23 თებერვალს მსოფლიო რაგბიმ დამატებითი კვირა დააანონსა, რათა მოთამაშეებს დასვენებისა და ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონოდათ. ეს ნიშნავს, რომ გუნდებს სულ მცირე ხუთი დასვენების დღე ექნებათ, რაც აღდგენასა და ტურნირისთვის მომზადებაში შეუწყობს ხელს. მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უკვე მესამედ უმასპინძლებს, მანამდე 2007 წლის ჩემპიონატი მიიღო, ხოლო 1991 წელს აღნიშნულ ტურნირს ინგლისთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და უელსთან ერთად უმასპინძლა.
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 ![]() | |
---|---|
![]() | |
ტურნირის დეტალები | |
ტურნირის ვადები | 8 სექტემბერი 2023 — 28 ოქტომბერი 2023 |
ადგილი | ![]() |
მონაწილე | 20 |
საპრიზო ადგილები | |
ტურნირის სტატისტიკა | |
ჩატარებული მატჩები | 4 |
ბომბარდირი(ები) | ![]() |
ტურნირის მოქმედი ჩემპიონია სამხრეთი აფრიკა, რომელმაც 2019 წლის ფინალში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 32–12 დაამარცხა.
ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ექნება ჩილეს ნაკრებს, რომელიც არსებობის მანძილზე პირველად მოხვდა ტურნირის ფინალურ ეტაპზე.