რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია 1995
From Wikipedia, the free encyclopedia
1995 წლის ჩემპიონატისათვის სამხრეთ აფრიკაში წარმატებით დასრულდა ნელსონ მანდელას ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ და სამხრეთ აფრიკა ყველა ორგანიზაციაში, მათ შორის სპორტულშიც აღდგინეს. 1995 წლის ჩემპიონატის გამართვის უფლება რაგბის საერთაშორისო საბჭომ სწორედ აფრიკელებს მიანიჭა და ამით შესარჩევ ტურნირში გასათამაშებელი საგზურები კიდევ ერთით შემცირდა. ირბ-მ პირდაპირ ფინალში წინა ჩემპიონატის ყველა მერვედფინალისტი (ახალი ზელანდია, საფრანგეთი, სამოა, ავსტრალია, ინგლისი, კანადა, შოტლანდია, ირლანდია) და რაღა თქმა უნდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა დაუშვა. დანარჩენი 7 ადგილი კი კონტინენტების მიხედვით ასე გაანაწილა: ევროპა - 3, ამერიკა, აზია, ოკეანეთი და აფრიკა - 1 ადგილი.