From Wikipedia, the free encyclopedia
ჟორჟ ბენჟამინ კლემანსო (ფრანგ. Georges Benjamin Clemenceau; დ. 28 სექტემბერი, 1841, მუირონანპარე — გ. 24 ნოემბერი, 1929, პარიზი) — საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. საფრანგეთის რადიკალური პარტიის ლიდერი.
ჟორჟ კლემანსო | |
---|---|
ფრანგ. Georges Clemenceau[1] | |
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1841 |
დაბადების ადგილი | მუირონანპარე, ვანდეია, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 24 ნოემბერი, 1929 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
განათლება | ნანტის უნივერისტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის დოქტორი |
ეროვნება | ფრანგი |
პარტია | საფრანგეთის რადიკალური პარტია |
საქმიანობა | ფიზიკოსი, ჟურნალისტი |
მამა | Paul Benjamin Clemenceau |
დედა | Emma Gautreau |
მეუღლე/ები | Mary Plummer[2] |
შვილ(ებ)ი | Michel Clemenceau[1] , Madeleine Clemenceau-Jacquemaire და Thérèse Clemenceau[3] |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Order of the White Eagle, Cross of Valour და Cross of Liberty |
დაიბადა ფრანგი პოლიტიკური აქტივისტის ოჯახში. ფიზიკის განხრით უმაღლესი განათლება ნანტის უნივერისტეტში მიიღო. შემდგომში პარიზში მოიპოვა მედიცინის დოქტორის ხარისხი. ადრეული ასაკიდან ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო ანტიკლერიკალური რადიკალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1861 პარიზში თანამებრძოლებთან ერთად დააარსა ყოველკვირეული გაზეთი „Le Travail“. 1862 დააპატიმრეს დემონსტრაციის გამართვისათვის. ნაპოლეონ მესამის რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ. მესამე რესპუბლიკის პერიოდში დაბრუნდა სამშობლოში, აირჩიეს წარმომადგენელთა საბჭოს წევრად. შემდგომში აგრძელებდა პოლიტიკურ და ჟურნალისტურ საქმიანობას. ეწინააღმდეგებოდა სინო-ფრანგულ ომს. 1906 რადიკალურ პარტიასთან ერთად მოიგო არჩევნები და გახდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი. 1909 წელს დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1917 წლის ნოემბერში კლემანსო მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამავდროულად იკავებდა ომის მინისტრის პოსტსაც.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლოიდ ჯორჯთან და აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონთან ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო კონფერენცია. კლემანსოსა და ზოგადად საფრანგეთის მთავრობას კავკასიის რეგიონისადმი ინტერესი არ გამოუხატავს, იმპერიული რუსეთისთვის გაცემული მილიონობით ფრანკის ვალის დაბრუნების იმედით, მხარს უჭერდა დენიკინის არმიას. საფრანგეთი ამიერ კავკასიაში მხოლოდ სომხეთისადმი ინტერესს გამოხატავდა, ისიც კონკრეტული მიზნის მისაღწევად - კილიკიაში საფრანგეთის დაფუძნებისათვის და საიქს-პიკოს შეთანხმების სარეალიზაციოდ. კლემანსოს კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი პიშონი რამდენი- მეჯერ შეხვდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, თუმცა უშედეგოდ, რადგანაც საფრანგეთის ინტერესები არ ემთხვეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს. 1919 წლის ბოლოს გამართულ არჩევნებზე კლემანსოს პარტია დამარცხდა, 1920 წლის დასაწყისში კი ხელისუფლების სათავეში სოციალისტი ალექსანდრე მილეირანი მოვიდა. 1920 წლის სექტემბრიდან მილეირანმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტს კი ჯერ - ჟორჟ ლეიგი, ხოლო შემდეგ არისტიდ ბრიანი იკავებდა. კლემანსოს შემდგომი საფრანგეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ბევრად უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდნენ, 1920 წლის იანვარში სწორედ არისტიდ ბრიანმა ითამაშა მთავარი როლი მოკავშირეთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საკითხში. პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ იმოგზაურა აფრიკაში. 1921 მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი. სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა პუბლიცისტურ საქმიანობას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.