ჟანგვის რიცხვი, ჟანგვის ხარისხი — ელექტროსტატიკური მუხტის რიცხვითი სიდიდე, რომელიც მიეწერება ატომს მოლეკულაში იმ დაშვებით, რომ ქიმიური ბმის წარმომქმნელი ელექტრონული წყვილები მთლიანადაა წანცალკევებული ნაკლებად ელექტროდადებითი ატომებიდან ელექტროუარყოფით ატომებისაკენ.
ჟანგვის ხარისხი შეესაბამება იონის მუხტს, ან მოლეკულაში ან ქიმიურ ერთეულში ატომის ფორმალურ მუხტს, მაგ.:
ჟანგვის რიცხვი მიეთითება ელემენტის სიმბოლოს თავზე. ატომის მუხტის მითითების წესისგან განსხვავებით, ჟანგვის ხარისხის მითითებისას ჯერ იწერება ნიშანი, შემდეგ კი მნიშვნელობა და არა პირიქით:
— ჟანგვის ხარისხი,
— მუხტი.
მოლეკულაში ატომების ჟანგვის ხარისხის ალგებრული ჯამი ყოველთვის 0-ის ტოლია: