From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაკლინ სმიტი (ინგლ. Jaclyn Smith, დ. 26 ოქტომბერი, 1945, ჰიუსტონი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და ბიზნესმენი, რომელიც ცნობილია კელი გარეტის როლით პოპულარულ სატელევიზიო სერიალში" ჩარლის ანგელოზები" (1976-1981). სრიალის გადაღებების დასრულების შემდეგ დააარსა საკუთარი მოდის და პარფიუმერიის ბრენდი.[1]
ჟაკლინ სმიტი | |
---|---|
2006წ. | |
მშობლიური სახელი | Jaclyn Smith |
დაბადების სახელი | ინგლ. Jacquelyn Ellen Smith |
დაბადების თარიღი |
26 ოქტომბერი, 1945 (77 წლის) ჰიუსტონი, ტეხასის შტატი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | მსახიობი, პროდიუსერი |
აქტიური | 1969-დან დღემდე |
შვილ(ებ)ი | 2 |
ჯილდოები | ვარსკვლავი "ჰოლივუდის დიდების ხეივანში" |
ჟაკლინ ელენ სმიტი დაიბადა ჰიუსტონში, ტეხასი. დადიოდა სან ანტონიოს Trinity University-ში. სასწავლებლი დამთავრების შემდეგ გადავიდა ნიუ-იორკში, მისი სურვილი იყო ბალეტის მოცეკვავე გამხდარიყო. საბოლოოდ მისი კარიერა 1968 წელს დაიწყო რეკლამებში და მცირე ფილმებში მონაწილეობით.
1976 წლის 21 მარტს გაიმართა“ ჩარლის ანგელოზების“ პრემიერა, სმიტმა კელი გარეტის როლი შეასრულა. შოუში ასევე მონაწილეობენ ქეით ჯექსონი და ფარა ფასეტი. სერიალს დიდი წარმატება ხვდა წილად არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში, რამაც სამი მსახიობი იმ პერიოდის პირველი მასშტაბის ვარსკვლავებად აქცია.[2]
სმიტი ერთადერთი მსახიობია, რომელიც სერიალის ხუთივე სეზონში გამოჩნდა. სერიალის გადაღებებს შორის, მსახიობმა ითამაშა ისეთ სატელევიზიო ფილმებში, როგორიცაა „გაქცევა ბოგენის საგრაფოდან“ (1977) და „მომხმარებლები“ (1978). 1980 წელს მან შეასრულა თავისი პირველი მთავარი როლი ფილმ თრილერში „მკვლელობა ღამით“, რომელიც არ გამოდგა წარმატებული.[3][4]
სმიტმა ითამაშა ჟაკლინ კენედის როლი ფილმში „ჟაკლინ ბუვიე კენედი“, რისთვისაც 1981 წელს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე სატელევიზიო მინისერიალში შესრულებული ქალის როლისთვის. ჯაკლინ სმიტმა განაგრძო მონაწილეობა უამრავ სატელევიზიო ფილმსა და მინისერიალში მომდევნო 20 წლის განმავლობაში. შეასრულა არაერთი წამყვანი როლი სატელევიზიო ფილმებში, მათ შორისაა: „ ანგელოზების რისხვა“, ანგელოზების რისხვა 2“, „ფლორენს ნაითინგეილი“, „სენტიმენტალური მოგზაურობა“, „დეჟა ვიუ“, „კრისტინ კრომველი“, „დოქტორ უილისის გაუპატიურება“, „ ტყუილი კოცნის წინ“", "ბორნის პიროვნების იდენტობა", "ღმერთების წისქვილი", "ტყუილი კოცნის წინ", "კოშმარი დღისით", "მკვლელის მკლავებში", "ოჯახური ალბომი", "ჩემი საუკეთესო მეგობარი", "სანამ ის გაიღვიძებს", "თავისუფალი ვარდნა", "გულის კარნახით", "ჩვეულებრივი სასწაულები" და მრავალი სხვა. 2003 წელს ის გამოჩნდა ფილმში „ჩარლის ანგელოზებო: მხოლოდ წინ!“.[5]
1989 წელს ჟაკლინ სმიტს გაუხსნეს თავისი სახელობის ვარსკვლავი „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“.
2008 წლის სექტემბერში სმიტმა გამოუშვა STYLE by Jaclyn Smith პარიკების კოლექცია Paula Young Wigs-ისთვის. პარიკები შექმნილია სტილისტ ხოსე ჰებერტის მიერ.
ჟაკლინ სმიტს ამჟამად მეოთხე ქმარი ჰყავს. მეორე ქორწინებაში მსახიობს შეეძინა ვაჟი გასტონი (დაიბადა 1982 წელს) და ქალიშვილი სპენსერ მარგარეტი (დაიბადა 1985 წელს). 2003 წელს მას დაუდგინეს სარძევე ჯირკვლის კიბო. მსახიობი ინტენსიურად გადის გადის მკურნალობის კურსს. 2010 წელს სმიტი გადაიღეს დოკუმენტურ ფილმში მკერდის კიბოს შესახებ 1 a Minute. [6][7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.