პუშკინის სოფიას ტაძარი (რუს. Софийский собор) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პუშკინში. აგებულია 1782-1788 წლებში.

სწრაფი ფაქტები ძირითადი ინფორმაცია, ხუროთმოძღვრების აღწერა ...
პუშკინის სოფიას ტაძარი
Thumb
Thumb
პუშკინის სოფიას ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები59°42′18″ ჩ. გ. 30°23′38″ ა. გ.
რელიგიური კუთვნილებარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობაპუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსიმოქმედი
ფუნქციური სტატუსირუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810485000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები)ჩარლზ კამერონი
ხუროთმოძღვრული სტილიკლასიციზმი
თარიღდება1782-1788
დახურვა

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია

1779 წელს სამაზრო ქალაქ სოფიას დაარსების შემდეგ ეკატერინე II-მ წამოაყენა წინადადება აეშენებინათ ეკლესია-ძეგლი რუსეთ-ოსმალეთს ომების დასრულების აღსანიშნავად. ერთ-ერთი პროექტის ჩანაფიქრით იგი კონსტანტინოპოლის სოფიას ტაძრის ანალოგი უნდა ყოფილიყო.

1782 წლის 10 აგვისტოს, იმპერატორის ოჯახის მონაწილეობით, სოფიას ხის წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესიაში აღესრულა ლიტურგია. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ჩარლზ კამერონი. ტაძრის კურთხევა გაიმართა 1788 წლის 31 მაისს ეკატერინე II-ის, მემკვიდრისა და სასახლის დიდებულების მონაწილეობით. კურთხევივან 1845 წლამდე ეკლესია ეკუთვნოდა წმინდა ვლადიმირის ორდენს.

1903 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ ეკლესიას შესწირა ჯვარი და საეკლესიო ჭურჭელი, რომელიც იყო ეკატერინეს მიერ ტაძრისათვის ნაჩუქარი ჭურჭლის ზუსტი ანალოგი. აღნიშნული პირველი ჭურჭელი 1812 წელს ნაპოლეონის ლაშქრობის საშიშროების გამო გაიტანეს ჯერ ეკატერინეს სასახლის აღდგომის ეკლესიაში, ხოლო შემდეგ ეკატერინეს საკათედრო ტაძარში.

1918 წლიდა სოფიას ტაძარი სამრევლო ეკლესიაა. 1933 წლის 6 ნოემბრის ლენინგრადის რაიონული აღმასკომის დადგენილების მიხედვით ტაძარი დახურეს. შენობა გადაეცა 32-ე მექანიზირებულ ბრიგადას, რომელიც საწყობად გამოიყენებდა.

1995 წლის 20 მარტს სოფის ტაძარი შეიტანეს ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების სიაში. 1999 წელს მოხდა ტაძრის სრული კურთხევა.

ლიტერატურა

  • Вильчковский С. Н. Царское Село:. — Репринт. воспроизведение изд. 1911 г. — СПб.: Рекл.-изд. предприятие "Титул-СПб.", 1992. — С. 230-236.
  • Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — ISBN 5-85991-043-6.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 40—49. — ISBN 5-9900655-3-1.
  • Васильев В. В. Царскосельская София. — СПб.: АНО "Санкт-Петербургский центр гуманитарных программ", 2008. — 32 с. — ISBN 978-5903097-66-1.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.