პუტასუ
From Wikipedia, the free encyclopedia
პუტასუ[1] (ლათ. Micromesistius) — თევზების გვარი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია. ქერცლი ადვილად ცვივა. ზურგის სამი ფარფლი ერთმანეთისგან დიდი შუალედებითაა გამოყოფილი, 2 ანალური ფარფლიდან პირველი ძლიერ გრძელია; მუცლის მოკლე ფარფლები მკერდისაზე წინ მდებარეობს. გვერდითი ხაზი სწორია, გადის ზურგზე. ყბებზე განლაგებულია წვრილი კბილები; ქვედა ყბა წინაა გამოწეული. ცნობილია 2 სახეობა: სამხრეთული პუტასუ (M. australis) და ჩრდილოური პუტასუ (M. poutassou). იკვებებიან კიბოსნაირებითა და ლიფსიტებით. ასრულებენ დღე-ღამურ ვერტიკალურ მიგრაციებს: ღამით წყლის სიღრმიდან ზედა ფენებში ადიან. ორივე სახეობა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია; ღვიძლი მდიდარია ცხიმითა და ვიტამინებით A და D.[2]
სწრაფი ფაქტები პუტასუ, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
პუტასუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩრდილოური პუტასუ (Micromesistius poutassou) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Micromesistius (T. N. Gill, 1863) | |||||||||||||
|
დახურვა