პუერტო-რიკოს ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
პუერტო-რიკოს ისტორია იწყება კუნძულზე ორთოიროიდული ადამიანების დასახლებით, ძვ.წ. 3000 და ძვ.წ. 2000 წლებს შორის. პუერტო-რიკოზე ადამიანები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. სხვა ტომები, მაგალითად, სალადოიდები და არავაკები კუნძულზე ჯერ კიდევ ძვ. წ. 430 წელს დასახლდნენ. 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კუნძული, ახალი მსოფლიოს აღმოჩენის დროს. ადგილობრივ ხალხთა რიცხვი ძალიან დაბალი იყო მე-16 საუკუნის გვიანდელ ნახევარში, ვინაიდან ევროპელები, რომლებიც კუნძულზე ჩამოდიოდნენ ავრცელებდნენ სხვადასხვა დაავადებას.[1]
პუერტო რიკომ ჩრდილო-აღმოსავლეთ კარიბის ზღვაში მდებარე ესპანეთის იმპერიის ძირითადი ნაწილი ჩამოაყალიბა, ახალი სამყაროს კვლევისას, დაპყრობისა და კოლონიზაციის ადრეულ წლებში. კუნძული იყო მთავარი სამხედრო პუნქტი ესპანეთსა და სხვა ევროპულ ძალებს შორის. ამ ტერიტორიის კონტროლისთვის მრავალი ომის მიმდინარეობდა, მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეებში.
1593 წელს ფილიპე II-ის ბრძანებით ლისაბონიდან გაგზავნილმა პორტუგალიელმა ჯარისკაცებმა შექმნეს პუერტო-რიკოში „სან ფელიპეს დელმოროს“ ციხის პირველი გარნიზონი. ჩასულთაგან ბევრმა ადგილობრივი მაცხოვრებელი მოიყვანა ცოლად, ამიტომაც დღეს კუნძულზე საკმაოდ გავრცელებულია პორტუგალიური გვარები. დიდი ანტილის კუნძულები, რომელთა შემადგენლობაშიც პუერტო-რიკოც არის, წარმოადგენდა ხელსაყრელ ადგილს, ვინაიდან აქედან მარტივად შეიძლებოდა ევროპაში, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მოხვედრა. XIX საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში, ესპანეთ-ამერიკის ომის დასრულებამდე, პუერტო-რიკო და კუბა იყო ესპანეთის ბოლო ორი კოლონია ახალ მსოფლიოში. ესპანეთმა გააცნობიერა, რომ ეს იყო კარიბის ზღვაში დარჩენილი ბოლო ორი ტერიტორია, რომლებსაც დაკარგვის საფრთხე ამუქრებოდათ. ბრძანება დაიბეჭდა ესპანურად, ინგლისურად და ფრანგულად, რისი მიზანიც იყო ევროპელების მოზიდვა, რათა დასახლებულიყვნენ კუნძულებზე, ხოლო ქვეყანა მათ უფასოდ მიცემდა მიწის ნაკვეთს, თუმცა მათ უნდა დაედოთ ფიცი, რომ ერთგულნი იქნებოდნენ ესპანეთის გვირგვინისა და რომის კათოლიკური ეკლესიის მიმართ.[2]