From Wikipedia, the free encyclopedia
პუერტო-რიკოს გეოგრაფია მოიცავს არქიპელაგს კარიბის ზღვასა და ჩრდილო ატლანტის ოკეანეს შორის, დომინიკელთა რესპუბლიკის აღმოსავლეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით. მთავარი კუნძული, პუერტო-რიკო, დიდი ანტილის კუნძულების ყველაზე პატარა და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულია. კუნძულის ფართობი 8 710 კმ²-ია. იგი აშშ-ის მესამე უდიდესი კუნძულია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 82-ე ადგილზეა ფართობის მიხედვით. არქიპელაგის დანარჩენ ნაწილს პატარა კუნძულები: ვიეკესი, კულებრა, მონა, დესეჩეო და კახა-დე-მუერტოსი შეადგენენ, რომელთაგანაც მთელი წლის მანძილზე მხოლოდ კულებრაა დასახლებული. წლის განმავლობაში მონა დაუსახლებელია და მხოლოდ პუერტო-რიკოს ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დასაქმებულები სახლობენ.
მშობ. სახელი: Borinquen მეტსახელი: Isla del Encanto (მოჯადოებული კუნძული) La Perla del Mar (ზღვის მარგალიტი) | |
---|---|
პუერტო-რიკოს გამოსახულება სატელიტიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | 18°15′ ჩ. გ. 66°30′ დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 5 |
მთავარი კუნძული |
პუერტო-რიკო ვიეკესი კულებრა |
ფართობი | 9 104 კმ² |
სიგრძე | 170 კმ |
სიგანე | 60 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 501 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1 338 მ სერო-დე-პუნტა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 3 285 874 ადამიანი (2020) |
სიმჭიდროვე | 360.93 /კმ² |
მთავარი კუნძული აღმოსავლეთიდან დასავლეთით 96 საზღვაო მილსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით 35 საზღვაო მილზეა გადაჭიმული. ფართობით აღემატება როდ-აილენდს და ჩამორჩება კონექტიკუტის შტატს. მეტწილად მთიანი კუნძულია. დიდი სანაპირო ტერიტორიები ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებშია. მთავარ ქედს ცენტრალური ქედი (ესპ. Cordillera Central; ინგლ. Central Mountain Range) ჰქვია. უმაღლესი წერტილი, სერო-დე-პუნტა, ზღვის დონიდან 1 338 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მნიშვნელოვანი მწვერვალი ელ-იუნკე, რომელიც სიერა-დე-ლუკილიოზე, ელ-იუნკეს ეროვნულ ტყეში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 065 მეტრის მანძილზე. დედაქალაქი სან-ხუანი კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს.
პუერტო-რიკოს არქიპელაგი კარიბის ზღვასა და ჩრდილო ატლანტის ოკეანეს შორის, დომინიკელთა რესპუბლიკის აღმოსავლეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით. მთავარი კუნძულის ტოპოგრაფია სამ ძირითად რეგიონს მოიცავს: მთიან რეგიონს, რომელიც მოიცავს ცენტრალური ქედი, სიერა-დე-ლუკილიო და სიერა-დე-კაიეი; სანაპირო ვაკეები და ჩრდილოეთ კარსტული რეგიონი. ცენტრალური ქედი მთელ კუნძულზეა გადაჭიმული და მას ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებად ყოფს. მთებს კუნძულის დაახლოებით 60% უკავია.
პუერტო-რიკოს აღმოსავლეთით, ვიეკესის ჩრდილოეთით და ვირჯინის კუნძულების დასავლეთით კულებრის არქიპელაგი მდებარეობს, რომელიც მთავარ კუნძულ კულებრასა და 28 პატარა დაუსახლებელ კუნძულს მოიცავს.[1]
პუერტო-რიკო აშშ-ის ტერიტორიაა და აშშ-ის მთავრობის დადგენილებით, პირველი დონის ადმინისტრაციული დანაყოფები არ აქვს. მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფები მუნიციპალიტეტებია, რომლებიც თავის მხრივ ბარიოებად, ეს უკანასკნელები კი სექტორებად იყოფა. ყოველ მუნიციპალიტეტს 4 წლით არჩეული მერი და მუნიციპალური საკანონმდებლო ორგანო ჰყავს.
პუერტო-რიკოს პირველი მუნიციპალიტეტი, სან-ხუანი, 1521 წელს დაფუძნდა. XVI საუკუნეში კიდევ ორი მუნიციპალიტეტი დაარსდა: კოამო (1570) და სან-ხერმანი. XVII საუკუნეში კიდევ 3 მუნიციპალიტეტი შეიქმნა: არეკიბო (1614), აგვადა (1692) და პონსე (1692). XVIII საუკუნეში კიდევ 30 მუნიციპალიტეტი, ხოლო XIX საუკუნეში 34 მუნიციპალიტეტი დაარსდა. XX საუკუნეში კიდევ 6 მუნიციპალიტეტი შეიქმნა, რომელთაგან ბოლო, ფლორიდა, 1971 წელს დაარსდა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.