![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Puerto_Princesa.jpg/640px-Puerto_Princesa.jpg&w=640&q=50)
პუერტო-პრინსესა
From Wikipedia, the free encyclopedia
პუერტო-პრინსესა (ოფიციალურად ქალაქი პუერტო-პრინსესა; ტაგ: Lungsod ng Puerto Princesa; სებ: Siyudad i'ang Puerto Princesa) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი მიმაროპის რეგიონში (რეგიონი IV-B), ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 255 116 ადამიანია.
პუერტო-პრინსესა ინგლ. City of Puerto Princesa | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
---|---|---|---|
კოორდინატები | 9°45′00″ ჩ. გ. 118°45′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1872 | ||
ფართობი | 2381.02 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 98 მეტრი | ||
მოსახლეობა | 307 079 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 48 | ||
საფოსტო ინდექსი | 5300 | ||
ოფიციალური საიტი | http://puertoprincesa.ph/ | ||
პუერტო-პრინსესა მდებარეობს პალავანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში და ფილიპინების ყველაზე დასავლეთით მდებარე ქალაქია. მართალია ქალაქი პროვინციის დედაქალაქია, თუმცა პუერტო-პრინსესა ფილიპინების 38 დამოუკიდებელ ქალაქს მიეკუთვნება და იმ პროვინციის მიერ არ იმართება, რომელშიც გეოგრაფიულად მდებარეობს.
პუერტო-პრინსესას ფილიპინების ქალაქებს შორის მოსახლეობის სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ფართობის მიხედვით ქალაქი მეორე ადგილზეა დავაოს შემდეგ და 2 381.02 კმ² ტერიტორიას ფარავს.[2]
ამჟამად პუერტო-პრინსესა ტურისტული ქალაქია და პლაჟებითა და ზღვის პროდუქტების რესტორნებითაა ცნობილი. იგი არაერთხელ დასახელდა ფილიპინების ყველაზე სუფთა და მწვანე ქალაქად.[3]