პროქსიმა კენტავრი b
ეგზოპლანეტა / From Wikipedia, the free encyclopedia
პროქსიმა კენტავრი b (აგრეთვე პროქსიმა b[1][2]) — მზის უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე, სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა.[3][4] მდებარეობს დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს მზის სისტემისათვის დღემდე ცნობილ უახლოეს ეგზოპლანეტას. აღმოჩენისთანავე, ყურადღება მიიპყრო ფაქტმა, რომ ის შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს. როგორც ამჟამინდელი მონაცემები მეტყველებს, იგი მისი ზომის სხვა პლანეტებს შორის ნამდვილად არაა საუკეთესო კანდიდატი,[5] პლანეტის განვითარებისა და ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად საჭიროა კიდევ მეტი ინფორმაცია.[5][6][7]
პროქსიმა კენტავრი b | ||||
---|---|---|---|---|
პროქსიმა კენტავრი b-ს ზედაპირის მხატვრული კონცეპტი | ||||
სხვა სახელები | პროქსიმა b | |||
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | ევროპის სამხრეთული ობსერვატორია | |||
აღმოჩენის ადგილი | ლა-სილიის ობსერვატორია | |||
აღმოჩენის თარიღი | 24 აგვისტო, 2016 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
მასა (m) | 0.123 | |||
| ||||
|
პლანეტა 2016 წლის აგვისტოში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ აღმოაჩინა.[8][3][9][10][11] მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასთან სიახლოვის გამო, არსებობს პლანეტის შესაძლო რობოტული გამოკვლევის შანსი პროექტ Starshot-ის ფარგლებში ან მინიმუმ „უახლოეს საუკუნეებში“.[3][4]
პლანეტის აღმოჩენა რადიალური ბრუნვის მეთოდით მოხდა, სადაც დედა ვარსკვლავის სპექტრული ხაზების პერიოდული ჩაბნელება მის ორბიტაზე მოძრავ ობიექტზე მიუთითებდა.