From Wikipedia, the free encyclopedia
პროვანსის გზა ღამით ნიდერლ. Cypres bij sterrennacht — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი ხმატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, აგრეთვე ცნობილი როგორც გზა კვიპაროსითა და ვარსკვლავებით და სოფლის გზა პროვანსში ღამით. შესრულებულია 1890 წელს, ზეთის საღებავებით ტილოზე. ეს არის უკანასკნელი იმ ნახატებს შორის, რომლებიც ვინსენტმა სენ-რემი-დე-პროვანსში, საფრანგეთში ყოფნისას დახატა.[1] ნამუშევარი ეკუთვნის კრიულერ-მიულერის მუზეუმის კოლექციას, ოტერლოში.
პროვანსის გზა ღამით | |
---|---|
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F683 და JH1982 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 92 |
სიგანე | 73 |
ქალაქი | ოტერლო, ნიდერლანდები |
მუზეუმი | კრიოლერ მიულერის მუზეუმი |
პროვანსის გზა ღამით შესრულებულია 1890 წლის მაისში.[2] საკუთარი ძმის, თეო ვან გოგისადმი მიწერილ ადრეულ წერილში ვან გოგი წერს, რომ კვიპაროსები ყოველთვის იპყრობდნენ მის ყურადღებას და რომ მან მათი აღქმა და გადმოცემა შეძლო, კვიპაროსებისა, რომლებიც ეგვიპტურ ობელისკებს ჰგვანან. ვან გოგი კვიპაროსების ღამის ფონზე ხატვას 1888 წლიდან შეუდგა მას შემდეგ რაც არლში გადავიდა სცხოვრებლად.[3] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხატვრო სტილი რაც ვინსნეტ ვან გოგის ბოლო წლებში შესრულებული ნახატებისთვისაა დამახასიათებელი. ამ სტილის საშუალებით ვინსენტი ახერხებდა ზუსტად გადმოეცა საკუთარი ემოცია, გრძნობები და ფიქრები. აღსანიშნავია ფერთა პალიტრა და მოსმის განსხვავებული სტილი. პროვანსის გზა ღამით შეიძლება ითქვას რომ ყოველივე ამას უკეთ ასახავს ვიდრე ვარსკვლავებიანი ღამე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.