![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d6/St._Paul_is_staying_in_the_house_of_Aquila_and_his_wife_Pris_Wellcome_V0039575.jpg/640px-St._Paul_is_staying_in_the_house_of_Aquila_and_his_wife_Pris_Wellcome_V0039575.jpg&w=640&q=50)
პრისკილა და აკვილა
From Wikipedia, the free encyclopedia
პრისკილა (ბერძ. Πρίσκιλλα, Priskilla) და აკვილა (ბერძ. Ἀκύλας, Akylas ) პირველი საუკუნის ქრისტიანი მისიონერები, დაქორწინებული წყვილი, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს ახალი აღთქმა..თანამედროვე ქრისტიანული შეხედულებისგან განსხვავებით, რომ ადრეული ქრისტიანული ტრადიციით ქალები არ ასწავლიდნენ კაცებს, აშკარაა, რომ პრისკილა, აკვილასთან ერთად, ასწავლიდა აპოლოსს, ადრეული ქრისტიანული პერიოდის მქადაგებელს.[1] აკვილა, ტრადიციის თანახმად, ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის მოიხსენიება. პრისკილა და აკვილა ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და მოგზაურობდნენ პავლე მოციქულთან ერთად, რომელიც მათ თავის თანაშემწეებად მოიხსენიებს: „კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ“ (რომ. 16:3). [2]
სწრაფი ფაქტები პრისკილა და აკვილა, გარდაიცვალა ...
პრისკილა და აკვილა | |
---|---|
![]() | |
გარდაიცვალა | II საუკუნე |
ხსენების დღე | 8 ივლისი |
მოღვაწეობა | მწერალი |
დახურვა