პრინსიპის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
პრინსიპის პროვინცია (პორტ. Príncipe Province) — სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს ორი პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კუნძულ პრინსიპიზე და მის ირგვლივ მყოფ პატარა კუნძულებზე. 1995 წლიდან მას მიენიჭა ავტონომიური ოლქის სტატუსი. ფართობი — 142 კმ². პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სანტუ-ანტონიუ, რომელიც ამავდროულად პაგუის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრიცაა.
სწრაფი ფაქტები პროვინცია, ქვეყანა ...
პროვინცია | |||
---|---|---|---|
პრინსიპის პროვინცია პორტ. Príncipe Province | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | სანტუ-ანტონიუ | ||
კოორდინატები | 1°48′00″ ჩ. გ. 7°11′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 142 კმ² | ||
მოსახლეობა | 7542 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 53,11 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] | ||
![]() | |||
დახურვა
კუნძულ პრინსიპის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე.
პროვინციაში მდებარეობს ობოს ბუნებრივი პარკი, სკოლა და ლიცეუმი, ეკლესიები, პლაჟები, პატარა პორტი და რამდენიმე სკვერი (praças).