From Wikipedia, the free encyclopedia
პრილეპის სამეფო (სერბ. краљевство Прилеп მაკედ. Царство Прилеп ბულგ. Прилепско кралство) — ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელიც XIV საუკუნის დასასრულს მაკედონიის ტერიტორიაზე სტეფან დუშანის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა[1].
პრილეპის სამეფო (სერბ. краљевство Прилеп მაკედ. Царство Прилеп ბულგ. Прилепско кралство) | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დედაქალაქი | პრილეპი | ||||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||||
დინასტია | მრნიავჩევიჩები | ||||||||
პრილეპის ჟუპანი | |||||||||
- 1350—1355 | ვუკაშინ მრნიავჩევიჩი | ||||||||
პრილეპის დესპოტი | |||||||||
- 1355—1365 | ვუკაშინ მრნიავჩევიჩი | ||||||||
პრილეპის მეფე | |||||||||
- 1365—1371 | ვუკაშინ მრნიავჩევიჩი | ||||||||
- 1371—1395 | მარკო მრნიავჩევიჩი | ||||||||
სამეფოს სათავეში ედგა სერბული წარმოშობის დიდებული ვუკაშინ მრნიავჩევიჩი, რომელსაც 1350 წლიდან ეკავა პრილეპის ჟუპანის თანამდებობა. 1355 წელს, სტეფანე დუშანის გარდაცვალების შემდეგ, ვუკაშინმა მხარი დაუჭირა მეფე სტეფან უროშ V-ს, რომელმაც მას უბოძა დესპოტის ტიტული. 1365 წელს უროშმა იგი გამოაცხადა თავის თანამმართველად და მეფედ. 1366 წელს ვუკაშინი უკვე დამოუკიდებელი მმართველია..
1371 წელს ვუკაშინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი უფროსი შვილი მარკო მრნიავჩევიჩი[2][3]. ქვეყნის დედაქალაქი გახდა პრილეპი.[4] 1395 წელს, მარკოს სიკვდილის შემდეგ, სამეფოს ანექსირება მოახდინა ოსმალეთის იმპერიამ ბაიაზიდ I-ის ხელმძღვანელობით[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.