![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/0e/Prag_Metro_Logo.svg/langka-640px-Prag_Metro_Logo.svg.png&w=640&q=50)
პრაღის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრაღის მეტროპოლიტენი (ჩეხ. Pražské metro) — ერთადერთი მეტროპოლიტენი ჩეხეთში და პრაღის ტრანსპორტის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. პრაღის მეტროპოლიტენი ევროპაში მგზავრთა გამტარობის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს.
პრაღის მეტროპოლიტენი სამი ხაზისგან შედგება: "ა" ( სქემაზე მწვანედ) "ბ" (სქემაზე ყვითლად) "ც" (სქემაზე წითლად). ქალაქის ცენტრში გადასაჯდომ სამკუთხედს ჰქმნის. პირველად გაიხსნა "ც" ხაზის მონაკვეთი სადგურებს "კეჩეროვსა" და "სოკოლოვსკას" (ამჟამად "ფლორენცი") შორის. ხაზების სიგრძე 59,3 კმ-ია, სადგურების რაოდენობა 57. სამი დეპოა: "კეცეროვი", "ჰოსტივარი" და "ზლიჩინი", აქვე უნდა ითქვას, რომ სამივე დეპოს რკინიგზასთან შეერთების საკუთარი ლიანდაგები აქვს.
დღიურად მეტროპოლიტენს 1,5-დან 2 მლნ ადამიანამდე გადაჰყავს. სამგზავრო ბილეთებია პრაღის მტროსთვის, ტრამვაისთვის, ავტობუსისთვის, პეტრჟინაზე მდებარე ფუნიკულიორისა და ზოოპარკისთვის ერთიანია.
სადგურებს, როგორც წესი, რამდენიმე ამოსასვლელი აქვთ, მანძილი კი მათ შორის საკმაოდ დიდიც შეიძლება იყოს. ზოგიერთ საგარეუბნო მეტროსადგურს, რომელიც ღრმად არ არის განლაგებული, საესკალატორო მომსახურება არ გააჩნია. ამასთან, ბოლო ხანებში ყველა სადგურს ლიფტებს უყენებენ, რათა ეტლში მყოფი ინვალიდებისთვის გაიოლდეს ბაქანზე მოხვედრა.