From Wikipedia, the free encyclopedia
პორტ-ო-პრენსი (კრეოლ. Pòtoprens, ფრანგ. Port-au-Prince) – ჰაიტის რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი აგლომერაცია 1,9 მილიონიანი მოსახლეობით (2003). ბოლო აღწერის შემდეგ მოსახლეობის სწრაფი ზრდა შეინიშნება ქალაქის შემოგარენის უღარიბეს კვარტლებში, რამაც პორტ-ო-პრენსის აგლომერაციის მოსახლეობა თითქმის 3 მილიონამდე გაზარდა. ქალაქი მდებარეობს გონავის ყურის უბეში, 18°32′N 72°20′W კოორდინატთა გადაკვეთაზე. ქალაქის ლანდშაფტი ამფითეატრის მსგავისა: კომერციული კვარტლები წყალთან ახლოსაა, ხოლო საცხოვრებელი უბნები კი ახლომდებარე მთების ფერდობებზეა შეფენილი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პორტ-ო-პრენსი Port-au-Prince | |||
პორტ-ო-პრენსის მდიდარი გარეუბანი პეტიონვილი | |||
| |||
ქვეყანა | ჰაიტი | ||
შიდა დაყოფა | Q47364624?, Martissant და Q47365047? | ||
კოორდინატები | 18°32′00″ ჩ. გ. 72°20′00″ დ. გ. | ||
ქალაქის მერი | ჟან-ივ ჟასონი | ||
დაარსდა | 1749 | ||
ფართობი | 36040000 კვადრატული მეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 98 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1,082,800 კაცი (2007) | ||
აგლომერაცია | 1,728,100 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||
საფოსტო ინდექსი | HT6110 | ||
კოლუმბის ჩამოსვლამდე რეგიონი, რომელიც ამჟამად პორტ-ო-პრენსს უჭირავს ადამიანთა რაიმე მუდმივი დასახლების ადგილი არ ყოფილა. XV საუკუნის ბოლოსთვის რეგიონი ამერინდიელთა მმართველის, სახელად ბოჰეჩიოს, გავლენის ქვეშ ყოფილა, და მას, ისევე როგორც მის წინამორბედთ, ვერ გაუბედავს სანაპიროსთან ახლოს ჩამოსახლება, ვინაიდან სანაპირო ზოლი კარიბების (მეზობელ კუნძულთა მცხოვრები ტომები) ხშირი თავდასხმების სამიზნე ყოფილა. სამოსახლოს მაგივრად ეს რეგიონი სანადირო მიწად იყო მიჩნეული.
ქალაქის მთავარი ექსპორტი ყავა და შაქარია, თუმცა წარსულში გაცილებით მეტი პროდუქციით ვაჭრობდა, მათ შორის ძირითადად ფეხსაცმლითა და ბეისბოლის ბურთებით. პორტ-ო-პრენსში რამდენიმე საკვებ-გადამმუშავებელი წარმოებაა, საპნის, ტექსტილისა და ცემემენტის ქარხნებთან ერთად. ქალაქი ასევე ეყრდნობა ტურიზმის ინდუსტრიასა და სამშენებლო კომპანიებს.
თუმცა ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობა პორტ-ო-პრენსში ძალიან მაღალია, შეუძლებელია არ შენიშნო ქალაქის ქუჩებში საქმიანად მოფუსფუსე ადამიანთა რაოდენობა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახლეობა ძირითადად არასაკმარისადაა დასაქმებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია ქუჩაში მოვაჭრეთა რაოდენობა. სიმონ ფასის კვლევაში: ”ჰაიტის პოლიტიკური ეკონომიკა: გადარჩენის დრამა”, ის ასკვნის, რომ ფაქტობრივად პორტ-ო-პრენსის ღარიბ უბნებში თითქმის არავინაა დაუსაქმებელი, ვინაიდან ამგვარად ვერცერთი მათგანი გადარჩებოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.