რჩეული სურათები ვიკიპედიაში

ამ გვერდზე თავმოყრილია სურათები, რომლებიც ჩვენი აზრით შესანიშნავია, შოკში ჩამგდებია, წარმტაცია და ინფორმატიულია. ეს არის ვიზუალური ეკვივალენტი რჩეული სტატიების და, შესაბამისად, უფრო მეტად სუბიექტურიცაა.

ამჟამად ამ გვერდზე რამდენიმე ფოტოსურათია, ვინაიდან საქართველოს ისტორიის პორტალში, ეს რუბრიკა ერთი წელია რაც დაიწყო. თუ გსურთ სპეციფიური სურათის დამატება ამ გვერდზე, გთხოვთ ჩასვათ იგი ამ გვერდზე, სექციაში შემდეგი. წამოყენებული სურათები სასურველია რომ თავისუფალი ლიცენზიის იყოს.

ამ გვერდზე მოხვედრილი ფოტოებიდან ერთ-ერთი პერიოდულად განთავსდება საქართველოს ისტორიის პორტალზე.

რჩეული მასალა საქართველოს ისტორიიდან

არქივი


შემდეგი

ამჟამად პორტალზე

Thumb 1924 წლის აგვისტოს აჯანყება - ბრძოლა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში.

სურათზე: ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი - შეფიცულები.
სხვა რჩეული სურათები...

რედ.


2010

აგვისტო-ოქტომბერი

Thumb
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, 2009(2009-03-18).
მარიამობა, ანუ მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა – ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული. მართლმადიდებლობაში შედის ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაში.

დღესასწაული აღინიშნება ძვ. სტ. 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახ. სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლამიდედებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახ. სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.

ზუსტად უცნობია, თუ როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი უკვე არსებობდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება.


სურათზე: ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, 2009.
სხვა რჩეული სურათები...


Thumb ბათუმიქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა 121,8 ათასი (2002 წ.). ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე.

სურათზე: რესტორანი ბათუმის ბულვარში, 1889.
სხვა რჩეული სურათები...

ივლისი

Thumb კოლხური თეთრი - ძვ. წ. VI-III საუკუნეების ვერცხლის მონეტა, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე. კოლხური თეთრის მოჭრას მკვლევართა ნაწილი კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს (ფასისს). არსებობს კოლხური თეთრის რამდენიმე ტიპი და ნომინალი.

სურათზე: კოლხური თეთრი (შუბლის და ზურგი)
სხვა რჩეული სურათები...

აპრილი

Thumb საქართველოს პოლიტიკური კრიზისი (ნოემბერი 2007) - განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ. აქცია დასრულდა პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით და ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. კრიზისის საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

სურათზე: 7 ნოემბრის აქციის დარბევა პოლიციის მიერ, თბილისი.
სხვა რჩეული სურათები...

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.