From Wikipedia, the free encyclopedia
მასობრივი, პოპულარული კულტურა, ანუ პოპ კულტურა წარმოადგენს იდეების, პერსპექტივების, დამოკიდებულებებისა და სხვა ფენომენების ერთობლიობას, რომლებიც ბატონობენ მეოცე საუკუნის შუიდან დასავლურ კულტურაში, იმავე საუკუნის ბოლოდან კი გლობალურ მეინსტრიმ კულტურაში. მასმედიის გავლენის დამსახურებით პოპ კულტურა აღწევს ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოპ კულტურის ყველაზე გავრცელებული კატეგორიებია გართობა (ფილმები, მუსიკა, ტელევიზია, თამაშები), სპორტი, სიახლეები, პოლიტიკა, მოდა და ტექნოლოგია.
"მაღალი" და "ოფიციალური" კულტურისგან განსხვავებით, პოპ კულტურა ტრადიციულად ასოცირებული იყო დაბალ სოციალურ კლასებთან და გაუნათლებლობასთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მასმედიის განვითარებას მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი ცვლილებები, რამაც პოპულარული კულტურა დაბალ სოციალურ სტატუსსა და გაუნათლებლობას ჩამოაშორა.
დღესდღეობით არსებობს პოპულარული კულტურის 6 განმარტება:
სოციოლოგთა აზრით ფოლკლორი პოპულარული კულტურის წინაპარს წარმოადგენს. კულტურული მეინსტრიმის ეს ადრეული ფორმა დღესაც არსებობს - ანეგდოტების, ჭორების, სლენგისა და სხვა ფორმებით. ინტერნეტის დამსახურებით დღესდღეობით რთულია ზღვარი გაავლო ფოლკლორსა და პოპ კულტურას შორის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.