პონტევედრის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
პონტევედრის პროვინცია შედის გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 62 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
პონტევედრის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 10 კომარკაში: ვიგო (11 მუნიციპალიტეტი), სალნესი (9), პონტევედრა (8), კალდასი (7), დესა (6), კონდადო (5), ბახო-მინიო (5), პარადანტა (4), მორასო (4) და ტაბეიროსი — ტიერა-დე-მონტესი (3).[3]
პონტევედრის პროვინციის ფართობია 4495 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 942 665 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია პონტევედრა, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი ვიგო. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ლალინი (326,83 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — მონდარის-ბალნეარიო (2,3 კმ²)[5].