![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d6/Paul_George_Pacers.jpg/640px-Paul_George_Pacers.jpg&w=640&q=50)
პოლ ჯორჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ ჯორჯი (ინგლ. Paul George; დ. 2 მაისი, 1990) — ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი. თამაშობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, „ინდიანა პეისერსის“ შემადგენლობაში. არის NBA All-Star-ის ოთხგზის მონაწილე, სამჯერ დაასახელეს All-NBA Third Team-ის შემადგენლობაში და ასევე სამჯერ NBA All-Defensive Team-ის შემადგენლობაში.
პოლ ჯორჯი | |
---|---|
![]() ჯორჯი 2014 წელს ინდიანა პეისერსში | |
№ 24 (2010-2014) №13 (2015-დღემდე) – [ოკლაჰომა სიტი თანდერი] | |
მცირე ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
2 მაისი, 1990 (1990-05-02) (34 წლის) პალმდელი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
სიმაღლე | 2.06 სმ |
წონა | 100 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | Fresno State (2008–2010) |
NBA-ის დრაფტი | 2010 / რაუნდი: Drafted / არჩევა: Round: 1 / Pick: 10th |
არჩეული ინდიანა პეისერსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2011-–დღემდე |
ლიგა | NBA |
კარიერის ისტორია | |
2011-2017 | ინდიანა პეისერსი |
2017-2019 | ოკლაჰომა სიტი თანდერი |
[http://www.nba.com/playerfile/
| |
მედლები
Gold medal – first place 2016 Rio de Janeiro USA Team
|
პოლ ჯორჯმა კალათბურთის თამაში დაიწყო ნაიტის საშუალო სკოლაში. შემდეგ თამაში გააგრძელა კოლეჯის გუნდში და იცავდა Fresno State-ის ღირსებას. ორი წლის შემდეგ გავიდა 2010 NBA draft-ზე. ის აირჩია „ინდიანა პეისერსმა“ მე-10-ე ნომრად. პოლ ჯორჯი პირველივე სეზონში მოხვდა NBA All-Rookie Second Team-ის შემადგენლობაში. 2013 წელს დაასახელეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო განვითარებულ მოთამაშედ (NBA Most Improved Player Award) და ზუსტად ამ წელსვე ითამაშა პირველად NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. ჯორჯმა მძიმე ტრავმა მიიღო 2014 წელს აშშს საკალათბურთო ნაკრების შესარჩევ საჩვენებელ მატჩზე. ის ფარის კონსტრუქციას დაეჯახა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ამის გამო მან გამოტოვა 2014-15 NBA-ის სეზონი და გუნდს მხოლოდ ბოლო 6-ს შეხვედრაში დაეხმარა. 2016 წელს კი ის სრულფასოვნად დაბრუნდა და მონაწილეობაც მიიღო NBA All-Star -ზე. ტრავმის შემდეგ ის ასევე დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებსაც და გუნდთან ერთად რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.