პოლონეთი გლობალური ტურისტული ბაზრის შემადგენელი ნაწილია, სადაც მუდმივად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდა. ტურიზმს მნიშვნელოვანი წილი შეაქვს პოლონეთის საერთო ეკონომიკაში. ყველაზე პოპულარული ქალაქებია: კრაკოვი, ვროცლავი, გდანსკი, ვარშავა, პოზნანი, ლუბლინი, ტორუნი და გერმანელ ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში. საუკეთესო რეკრეაციულ დესტინაციებს შორისაა მაზურის ტბების რაიონი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ტატრები, სუდეტები და ბელოვეჟის ტევრი. პოლონეთის მთავარი ტურისტული შემოთავაზებაა ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება ქალაქებში და მათ მიღმა არსებულ ისტორიულ მონუმენტებთან, ბიზნეს-ტურები, კვალიფიცირებული ტურიზმი, აგროტურიზმი, მთაში ხეტიალი, მთაზე ცოცვა და ა. შ. უცხოელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, პოლონეთი მე-14 ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.

Thumb
ტატრის მთები
Thumb
ევროპული ბიზონები ბელოვეჟის ტევრში

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.