პოლკოვნიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლკოვნიკი (რუს. полковник, მაკედ. полковник, პოლ. pułkownik, უკრ. полковник) — მაღალი საოფიცრო შემადგენლობის სამხედრო წოდება მრავალი ქვეყნის არმიაში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/RAF_A_F5Col_since_2010par.svg/100px-RAF_A_F5Col_since_2010par.svg.png)
ქართულ არმიაში პოლკოვნიკი ყველაზე მაღალი საოფიცრო სამხედრო წოდებაა, რომლის შემდგომაც მოდის გენერლის სამხედრო რანგი. პოლკოვნიკი წესისამებრ პოლკის მეთაურია.
ნატოს ჯარებში პოლკოვნიკის სამხედრო რანგის კოდირებაა "OF-5".
ფრანგულ და ინგლისურენოვან ქვეყნებში პოლკოვნიკს ეწოდება — კოლონელი (Colonel); გერმანულენოვან ქვეყნებში — ობერსტი (Oberst).