პოლიგინია
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლიგინია (მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან - πολυγυνία, πολύ- პოლი- "მრავალი", და γυνή გინე "ქალი" ან "ცოლი"[1]) — ქორწინების ფორმა, ანუ პოლიგამიის ერთ–ერთი გამოვლინება, რომლის დროსაც ერთ მამაკაცს აქვს უფლება დაქორწინდეს ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ქალზე. მსოფლიოს ბევრ რეგიონში პოლიგინია უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე პოლიანდრია და მონოგამია.
ბევრი პოლიგინიის ტიპის ოჯახი მოწყობილია ძლიერად გამოხატული იერარქიისა და ცოლებს შორის დაპირისპირების ფონზე. ჩვეულებრივ პირველ ცოლებს გააჩნიათ უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე მათ მომდევნოებს. ამასთან პოლიგინია ხშირად არის გამოხატულება ასაკობრივი და სქესობრივი, სოციალური ფენების იერარქიული მოწყობისა: ბევრ პოლიგინიურ საზოგადოებებში ხშირად ასაკოვანი მამაკაცები ძალიან ახალგაზრდა გოგონებზე ქორწინდებიან, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცები ან დიდხანს რჩებიან დაუოჯახებელნი, ანაც ცოლად ირთავენ ასაკოვან ქვრივ ქალებს.
პოლიგინიის გამოვლინება ხშირად პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ და ეკონომიურ სისტემებთან, სადაც ადამიანია მთავარი რესურსი და არა მიწა ან სხვა რაიმე ქონება.