From Wikipedia, the free encyclopedia
პოინტერი (ინგლ. pointer < point — ნაბულის კეთება) — მოკლებეწვიანი მეძებარი ძაღლი. გამოყვანილია ინგლისში XVIII საუკუნეში ესპანური მეძებრისა და ინგლისური მელიის მადევრის — ფოქსჰაუნდის შეჯვარებით.
საქართველოში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს. პოინტერის სიმაღლეა 63-65 სმ, აქვს სწორკუთხა თავი, დაკიდებული ყურები, წკეპლისებრი კუდი. ფერად შავი, ჩალისფერი ან ყავისფერია, გულსა და კიდურების ბოლოებზე თეთრი ლაქები აქვს. არის თეთრი პოინტერიც, რომელსაც ჩალისფერი, შავი და ყავისფერი ლაქები და წინწკლები აყრია. პოინტერი სწრაფია, ახასიათებს მახვილი ყნოსვა და ქანდაკებისებრი ნაბული. იყენებენ ჭაობის, ტყისა და ველის ფრინველზე სანადიროდ. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.