From Wikipedia, the free encyclopedia
პლანერი (ფრანგ. planeur — „ცორვა“) — საფრენი აპარატი, რომელიც წარმოადგენს ჰაერზე მძიმე საჰაერო ხომალდების ერთ-ერთ ტიპს. მას არ გააჩნია ძრავა და მოძრაობს საკუთარი წონის გავლენით. წყნარ ატმოსფეროში ფრენისას პლანერი ჰორიზონტის მიმართ განსაზღვრული (ცორვის) კუთხით ქვევით იწევს. ატმოსფეროში ჰაერის აღმავალი ნაკადების არსებობისას შესაძლებელია პლანერის ფრენა სიმაღლის დაუკარგავად ან ფრენის სიმაღლის გაზრდით.
პირველი პლანერი ააგო და გამოცადა ფრანგმა მეზღვაურმა ლე ბრიმ 1868 წელს.
პლანერს სხვადასხვა ხერხით უშვებენ. ძველად ამ მიზნისათვის რეზინის დაჭიმულ ზონარს იყენებდნენ. შემდგომ გავრცელდა ავტოსტარტით ან საბუქსირო თვითმფრინავებით გაშვება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.