პლაკოდონტები
From Wikipedia, the free encyclopedia
პლაკოდონტები (ლათ. Placodonta) — ზღვის ნამარხი ქვეწარმავლები სინაპტოზავრების ქვეკლასისა. მათი სხეულის (წაგრძელებული, კუსმაგვარი) სიგრძე 2,5 მ აღწევდა. ზურგი და მუცელი ჯავშნით ჰქონდათ დაფარული. ქალა მასიური, საკმაოდ მაღალი, წაგრძელებული ამ სამკუთხა, კიდურები — ფარფლებისებრი, დამოკლებული ფალანგებით, სამტვრევი ტიპისა. ცხოვრობდნენ ტრიასულ პერიოდში. მათი ნაშთები ნაპოვნია დასავლეთ ევროპაში.