![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/60/Pir_Panjal_2478293509_8000ae5902_o.jpg/640px-Pir_Panjal_2478293509_8000ae5902_o.jpg&w=640&q=50)
პირ-პანჯალი
From Wikipedia, the free encyclopedia
პირ-პანჯალი, პანჩალადევა (ინგლ. Pir Panjal Range) — ქედი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და პაკისტანის ჩრდილოეთში.[1] წარმოადგენს მცირე ჰიმალაის დასავლეთ მხარეს. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 450 კმ-ზე, მდინარე კიშანგანგიდან მდინარე ბიასამდე. აბსოლუტური სიმაღლე 6221 მ (მთა ინდრასანი). მაღალი მწვერვალია აგრეთვე დეო-ტიბა (6001 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია პირ-პანჯალი (3485 მ) და ბანიჰალი (2832 მ). ჰიმალაისაგან გამოყოფილია ქაშმირის ხეობით.[1] აგებულია კირქვებით, ანდეზიტებითა და ბაზალტებით. კალთები ციცაბოა, დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. თხემი ბასრად დაკბილულია, მწვერვალები თოვლიანი. ბევრია მყინვარული ტბა, კარული მყინვარები უმეტესად ჩრდილოეთ კალთაზეა.[2] შემოსილია ხშირი, უმთავრესად წიწვოვანი ტყით.
სწრაფი ფაქტები პირ-პანჯალი ...
პირ-პანჯალი | |
---|---|
![]() პირ-პანჯალი | |
კოორდინატები: 33°53′36″ ჩ. გ. 74°29′19″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯამუ და ქაშმირი ჰიმაჩალ-პრადეში გილგიტ-ბალტისტანი |
უმაღლესი წერტილი | ინდრასანი |
სიმაღლე | 6221 მ |
სიგრძე | 450 კმ |
დახურვა