From Wikipedia, the free encyclopedia
პირინი, პირინ-პლანინა (ბულგ. Пирин) — მთის მასივი ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამხრეთი შტოქედები საბერძნეთის ტერიტორიაზეა. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ სტრუმისა და მესტის ხეობებს შორის დაახლოებით 80 კმ სიგრძეზე. სიმაღლე 2914 მ-მდე (მთა ვიხრენი). აგებულია მეტწილად გრანიტებით, კრისტალური ფიქლებითა და მარმარილოთი. თხემურ ზონაში რელიეფის ალპური ფორმებია. წყალგამყოფი სივრცეები გაპენეპლენებულია; ფერდობები ციცაბოა, ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით, მთისძირშია მრავალრიცხოვანი თერმული წყაროები. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 600-1000 მმ წელიწადში. ხეობებში არის ტბები. 2000 მ-მდე მთის ტყეებია, უფრო მაღლა — ფიჭვნარი და მთის მდელოა. ხე-ტყის დამუშავება. განვითარებულია მეცხოველეობა. ტურიზმი. პირინის მთების გარკვეული ნაწილი უკავია პირინის ეროვნულ პარკს.
პირინი | |
---|---|
პირინი | |
კოორდინატები: 41°45′49″ ჩ. გ. 23°23′58″ ა. გ. | |
ქვეყანა | ბულგარეთი საბერძნეთი |
უმაღლესი წერტილი | ვიხრენი |
სიმაღლე | 2914 მ |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 40 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.