პირველი მსოფლიო ომის დროს ჩაძირული საზღვაო ჰოსპიტალები
From Wikipedia, the free encyclopedia
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მრავალ საზღვაო ჰოსპიტალზე მოხდა თავდასხმა, როგორც განზრახ, ისე უნებლიედ. გემებს ძირითადად ტორპედოები ან საზღვაო ნაღმები აფეთქებდნენ.
საზღვაო ჰოსპიტალის ფუნქციაა დაშავებულთათვის პირველადი დახმარების გაწევა და შემდგომი მკურნალობა. ამ ტიპის გემებს ძირითადად სამხედრო ძალები იყენებენ საბრძოლო მოქმედებთან ახლოს.[1] საზღვაო ჰოსპიტალებს იცავს ჰააგის მეათე კონვენცია (1907).[2] კონვენციის მეოთხე პარაგრაფში მოცემულია შეზღუდვები:
- გემზე უნდა დაეხმარონ ნებისმიერი ეროვნების დაჭრილს
- გემი არ უნდა გამოიყენებოდეს სამხედრო დანიშნულებით
- გემმა არ უნდა დააზიანოს მოწინააღმდეგე მხარის ხომალდი.
- ჰააგის კონვენციის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეებს აქვთ უფლება ავიდნენ ერთმანეთის საზღვაო ჰოსპიტალებზე და გაეცნონ არსებულ ვითარებას, რათა დარწმუნდნენ, რომ ხომალდზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ხდება.
თუ გემი რომელიმე წესს არღვევს, იგი გამოცხადდება როგორც საბრძოლო ხომალდი და მოწინააღმდეგე მხარეს ექნება მისი ჩაძირვის უფლება. გამომძიებლებს ნეიტრალური ქვეყნიდან როგორიც ესპანეთია, აქვთ უფლება შეისწავლონ საზღვაო ჰოსპიტალები და დაადასტურონ, რომ კონვენციის მეოთხე პარაგრაფში მოცემული წესები დაცულია.[3]
საზღვაო ჰოსპიტალებზე გამოხატულია წითელი ჯვრები და წითელი ნახევარმთვარეები