From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ I დე ბურბონი (ფრანგ. Pierre Ier de Bourbon; დ. 1311 — გ. 19 სექტემბერი, 1356) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მარი ავესნისის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1341-56 წლებში. პიერი მოკლეს 1356 წელს პუატიეს ბრძოლაში.
პიერ I დე ბურბონი | |
---|---|
ბურბონის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 იანვარი, 1341 |
მმართ. დასასრული: | 19 სექტემბერი, 1356 |
წინამორბედი: | ლუი I |
მემკვიდრე: | ლუი II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1311 |
გარდ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 1356 |
მეუღლე: | იზაბელ დე ვალუა |
შვილები: |
ლუი II, ბურბონის ჰერცოგი ჟანა, საფრანგეთის დედოფალი ბლანკა, კასტილიის დედოფალი ბონა, სავოიის გრაფინია კატრინი, არკუნტის ბარონესა მარგარიტა, ტარტას ვიკონტესა იზაბელი მარი, პუასუს აბატისა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი I, ბურბონის ჰერცოგი |
დედა: | მარი ავესნისი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პიერი დაიბადა 1311 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ლუი I-ისა და მისი მეუღლის, მარი ავესნისის უფროსი ვაჟი. 1336 წელს ცოლად შეირთო იზაბელ დე ვალუა, 1341 წელს კი მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ბურბონის ჰერცოგი ხდება, მისი უმცროსი ძმა, ჟაკ I კი ლა მარშის გრაფი. ამის შემდეგ, პიერი აქტიურად ერეოდა საფრანგეთ-ინგლისს შორის მიმდინარე ასწლიან ომში. 1351 წელს, მეფე ჟან II-ის ბრძანებით იგი ბრძოლაში წავიდა, როგორც საფრანგეთის ჯარების მთავარსარდალი. მან სასტიკად დაამარცხა ინგლისელები და დაიბრუნა მათ მიერ ოკუპირებული ნორმანდია. 1346 წელს თავი გამოიჩინა კრესის ბრძოლაში. 1355 წელს იბრძოდა ლანგედოკშიც, 1356 წელს კი პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა მოჰკლეს იგი.
1336 წლის 5 იანვარს პიერმა ცოლად შეირთო ვალუას გრაფ შარლისა და მისი მესამე ცოლის, მაუტ შატილონის ასული იზაბელ დე ვალუა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი და შვიდი გოგონა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.