ფორტეპიანო — კლავიშებიან-სიმებიანი ინსტრუმენტების კრებითი სახელი, რომელიც მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს — როიალს და პიანინოს. თანამედროვე ფორტეპიანომ ისტორიული განვითარების დიდი გზა განვლო უძველესი ერთსიმიანი „მონოქორდიდან“. დინამიკურმა და ტემბრულმა შესაძლებლობებმა მრავალხმიანი ფორტეპიანო ერთ-ერთ წამყვან სოლო და თანმხლებ ინსტრუმენტად აქცია.[1]

Thumb
ფორტეპიანო

ტექნიკური მოწყობილობა

Thumb
ნოტების დიაპაზონი

ფორტეპიანოს მექანიკა

ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამოსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).

პედლები

თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი (მარჯვენა, მარცხენა, საშუალო). ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.

მარჯვენა პედალზე დაჭერით სიმების ჟღერა ხანგრძლივდება, მარცხენა პედალი — პირიქით, ახშობს. მესამე პედალი, რომელიც სრულყო ჰენრი სტენვეიმ, აგრძელებს გარკვეული ბგერის ჟღერადობას, მარჯვენა პედალის შემდგომი მოქმედებისაგან დამოუკიდებლად.[1]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.