პეტი დიუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა მარია პეტი დიუკი (ინგლ. Anna Maria Patty Duke; დ. 14 დეკემბერი, 1946 — გ. 29 მარტი, 2016) — ამერიკელი მსახიობი და ადვოკატი. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი, სამი პრაიმტაიმ ემი ჯილდო, და ჰოლივუდის დიდების ხეივნის ვარსკვლავი.
პეტი დიუკი | |
---|---|
დიუკი 1975 წელს | |
დაბადების სახელი | ანა მარია დიუკი |
დაბადების თარიღი |
14 დეკემბერი, 1946 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
29 მარტი, 2016 (69 წლის) აიდაჰო, აშშ |
სხვა სახელები | პატი დიუკ ასტინი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1950-2015 |
მეუღლე(ები) |
ჰარი ფოლკი (იქ. 1965–69) მაიკლ ტელი (იქ. 1970–71) ჯონ ასტინი (იქ. 1972–85) მაიკლ პერსი (იქ. 1986) |
შვილ(ებ)ი | 3 |
15 წლის ასაკში ამერიკელი მწერლის და აქტივისტის, ჰელენ კელერის როლი ითამაშა 1962 წლის ბიოგრაფიულ ფილმში, სახელწოდებით „სასწაულმოქმედი“, აღნიშნული როლისთვის იგი დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში. მომდევნო წელს, თავისსავე შოუში „პატი დიუკის შოუში“ (1963-1966) ორმაგი როლით განასახიერა ქეთი და პეტი ლეინი. მოგვიანებით, მან განასახიერა ისეთი როლები, როგორიცაა: ნილი ოჰარა ამერიკულ დრამაში „თოჯინების ხეობა“ (1969) და ნატალი მილერი კომედიურ-დრამაში „მე, ნატალი“ (1969). ნატალი მილერის შესრულებული როლისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსით საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. 1985 წლიდან 1988 წლამდე იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი.
1982 წელს მსახიობი დიაგნოზირდა ბიპოლარული აფექტური აშლილობით. დიაგნოზის დასმის შემდეგ, დიუკმა თავისი დროის უმეტესი ნაწილი ადვოკატობას დაუთმო. ზოგჯერ მღეროდა და წერდა.