From Wikipedia, the free encyclopedia
პეტერ პარლერი (გერმ. Peter von Gemünd, ჩეხ. Petr Parléř, ლათ. Petrus de Gemunden in Suevia; 1333 წელი, საღვთო რომის იმპერია - 13 ივლისი, 1399 წელი, პრაღა, ბოჰემიის სამეფო, საღვთო რომის იმპერია) - გერმანელ-ბოჰემიელი არქიტექტორი და მოქანდაკე პარლერების ოსტატ მშენებელთა ოჯახიდან. მამასთან, ჰაინრიხ პარლერთან ერთად, ის არის შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ხელოსანი. დაიბადა ქალაქ შოვბიშ გმუნდში. ის მუშაობდა გვიანდელი შუასაუკუნეების რამდენიმე მნიშვნელოვან ქალაქში, მათ შორის სტრასბურგში, კიოლნსა და ნიურნბერგში. 1356 წლის შემდეგ იგი ცხოვრობდა პრაღაში, ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქში, სადაც შექმნა მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები: წმინდა ვიტუსის ტაძარი და შარლის ხიდი.
პეტერ პარლერი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1333 წელი |
დაბ. ადგილი | ნანტი |
გარდ. თარიღი | 13 ივლისი, 1399 |
გარდ. ადგილი | პრაღა, ბოჰემიის სამეფო, საღვთო რომის იმპერია |
დასაფლავებულია | წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
ეროვნება | ჩეხი / გერმანელი / ბოჰემიელი |
მოქალაქეობა | საღვთო რომის იმპერია |
მიმართულება | გოტიკური არქიტექტურა |
მნიშვნელოვანი პროექტები |
ვენსესას სასახლე წმინდა ვიტუსის ტაძარი ჩარლზის ხიდი |
შვილ(ებ)ი | Wenzel Parler[1] და Johann Parler |
პეტერ პარლერის ახალგაზრდობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მისი მამა, ჰაინრიხ პარლერ უფროსი, იყო ქვისმთლელი კელნის საკათედრო ტაძარში. დაახლოებით 1333 წელს, როდესაც პეტერი დაიბადა, ჰენრიხი მიიწვიეს საიმპერატორო ქალაქ შვბიშ გმუნდში, რომ დაეპროექტებინა სამრევლო ეკლესია.[2] პეტერი უკვე მუშაობდა მამამისთან ერთად, როდესაც ეკლესიის საძირკველი შემუშავდა 1351 წელს. ზოგიერთი მკვლევარი ეკლესიის სამხრეთ პორტის თაღოვან მონაკვეთს პეტერს მიაწერს.[3]
შემდეგ პეტრე გაემგზავრა ეგრეთ წოდებულ "მოხეტიალე წლებში" (შუა საუკუნეების ტრადიცია როდესაც ხელოსნები სწავლის შემდეგ მოგზაურობდნენ) (გერმ. Wanderjahre). ამ მოგზაურობაში ის გაეცნო გოთური მშენებლობის ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვან კონცეფციებს ცენტრალურ ევროპაში. კიოლნში მუშაობის დროს იგი შეხვდა დრუდას (გერტრუდს), რეზიდენტი არქიტექტორის ბარტოლომუს ფონ ჰამის ქალიშვილს. მათ საბოლოოდ იქორწინეს და ოთხი შვილი შეეძინათ.[4]
დოკუმენტაციის გარეშე, ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პარლერმა ამ პერიოდში ინგლისში იმოგზაურა, ზოგიერთს კი ეს შეუძლებლად მიაჩნია. იდეა იბადება იმის გამო, რომ მის შემდგომ ნამუშევრებში ჩნდება გარკვეული დეტალური და ფარული ტექნიკური საშუალებები, რომელთა მიღება მხოლოდ პირველადი გამოცდილებით შეიძლებოდა და არა რაიმე არქიტექტურული ნახაზებიდან.[5] ის, რაც ნამდვილად ცნობილია, არის ის, რომ სტრასბურგის მასონებმა 1200-იანი წლების ბოლოს დასავლეთ ინგლისიდან გამოიყენეს ხელნაკეთობების სპეციფიკური მეთოდები, რაც მიუთითებს რაინლანდში ინგლისური გოთური არქიტექტურული მეთოდების ცოდნაზე.[6] ვინაიდან პეტერ პარლერმა სტრასბურგში მუშაობის დიდი დრო გაატარა, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ მისი ცოდნა ამ მეთოდების შესახებ სწორედ იქიდან მომდინარეობს.[7] კერძოდ, მოგვიანებით მის მიერ შემუშავებული სარდაფები სენტ ვიტუსის საკათედრო ტაძარში, სავარაუდოდ, სტრასბურგის საკათედრო ტაძრის წმინდა ეკატერინეს სახელობის სამლოცველოს მოდელი იყო.[8]
პეტერ პარლერი იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ხელოსანია.[9][10] როგორც მისი, ისე მამის ნამუშევრები "პარლერის სტილის" სახელით გახდა ცნობილი და გავრცელდა მთელ ცენტრალურ ევროპაში. მნიშვნელოვანი მაგალითებია: წმინდა მარტინის ეკლესია, ლანდშუტი (დაიწყო 1389 წ.); წმინდა ლორენცი, ნიურნბერგი (ნავი დაიწყო 1400 წელს); სტეფანეს ტაძარი, ვენა (სამხრეთ კოშკი დაიწყო 1368 წელს);
იმის დემონსტრირება, თუ რამდენად შორს წავიდა მისი იდეები, შეგიძლიათ იხილოთ სევილიის საკათედრო ტაძარში, რომელიც დაიწყო 1402 წელს და დღესაც არის უდიდესი გოთური ტაძარი მსოფლიოში.[11] ცენტრალური სივრცის სტანდარტული გოთური ვერტიკალურობა დაყოფილია ბალუსტრადით, ნაპირსამაგრი ფანჯრების საზღვარზე. რაც მთავარია, ბალუსტრადის ფართოდ განლაგებული ვერტიკალური ზოლები და მისი პოზიცია, რომელიც მიედინება უკიდურესი ნეკნების გარეთ, ზუსტად ჰგავს პეტერ პარლერის ორიგინალურ დიზაინს დასავლეთ ყურეებზე, წმინდა ვიტუსის ტაძარში. მშენებლობა სევილიის საკათედრო ტაძარში გაგრძელდა 1506 წლამდე. ჰუსიტების ომების დროს (1419–1434) ბოჰემური მიწები მთლიანად განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შენობები დღემდე დგას, პეტერ პარლერის სკულპტურული ნამუშევრების დიდი ნაწილი განადგურდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.