პეტერბურგის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტერბურგის მეტროპოლიტენი (რუს. Петербу́ргский метрополите́н; 1992 წლამდე ლენინგრადისა (Ленинградский) ეწოდებოდა) — ჩქაროსნული მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემა სანქტ-პეტერბურგში. გაიხსნა 1955 წლის 15 ნოემბერს და სსრკ-ში რიგით მეორე მეტროპოლიტენი გახდა მოსკოვის მეტროს შემდეგ.
პეტერბურგის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
გახსნის თარიღი | 15 ნოემბერი 1955 წ. |
ხაზის სიგრძე | 124,8 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 72 |
ხაზთა რაოდენობა | 5 |
მგზავრები დღეში | 2,4 მლნ. (2020 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 743,007 მლნ. (2020 წ.) |
ხაზების სქემა | |
დღეისათვის მეტროს 5 ხაზი მუშაობს 72 სადგურით, მათ შორის 7 სადგური გადასაჯდომია. ლიანდაგების სიგრძე 2023 წლისთვის 124,8 კმ-ს შეადგენს. მეტროს ემსახურება 5 საექსპლუატაციო და ერთიც სარემონტო დეპო. მეტროთი დღეში 2,4 მლნ ადამიანი მგზავრობს, რაც მას, ზოგიერთი მონაცემებით, მეთერთმეტე ადგილზე აყენებს გადატვირთულობის მიხედვით.
სანქტ-პეტერბურგის მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მეტროა სადგურების სიღრმეში განლაგებიდან გამომდინარე. სადგურების უმეტესობა მაღალმხატვრული არქიტეტქტურული სტილითაა შესრულებული, რაც ქალაქის ისტორიულ სახეს ჰარმონიულად ერწყმის.