პერუს პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერუს პრეზიდენტი (ესპ. Presidente del Perú) — სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობა პერუში, ქვეყნის მეთაური. პერუს კონსტიტუციის მიხედვით იგი წარმოადგენს ქვეყანას საშინაო და საგარეო ურთიერთობებში. არის შეიარაღებული და პოლიციური ძალების მთავარსარდალი. 1993 წლის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ირჩევენ საყოველთაო, პირდაპირი და ფარული არჩევნების გზით 5 წლის ვადით. ინაუგურაცია ხდება 28 ივლისს, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ დღესასწაულს და არის დასვენების დღე.