ქიმიური ნივთიერება From Wikipedia, the free encyclopedia
პეროქსინიტრიტი (ხანდახან მოიხსენიება, როგორც პეროქსონიტრიტი) — იონი, რომლის ფორმულაა ONOO−. წარმოადგენს ნიტრატის, NO3- არასტაბილურ სტრუქტურულ იზომერს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაბამისი მჟავა არასტაბილური ნაერთია, პეროქსინიტრიტი საკმაოდ სტაბილურია ტუტე ხსნარებში.[1][2] მიიღება წყალბადის პეროქსიდის ურთიერთქმედებით ნიტრიტებთან:
პეროქსინიტრიტი მჟანგავ და მანიტრირებელ ნივთიერებას წარმოადგენს. მისი მჟანგავი თვისებების გამო პეროქსინიტრიტს შეუძლია დააზიანოს მოლეკულების საკმაოდ დიდი ნაირსახეობები უჯრედებში, (მაგალითად დნმ და პროტეინები. ცოცხალ ორგანიზმებში პეროქსინიტრიტების წარმოქმნა აღწერილია როგორც სუპეროქსიდის თავისუფალი რადიკალის აზოტოვან ოქსიდთან:[3][4]
ამ ორი თავისუფალი რადიკალის შეერთებით ვიღებთ პეროქსინიტრიტს. მოლეკულას, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალ რადიკალს. ის ძლიერი მჟანგავია.
ლაბორატორიაში პეროქსინიტრიტის ხსნარის მიღება შესაძლებელია მაღალი მჟავიანობის მქონე წყალბადის პეროქსიდის ზემოქმედებით ნატრიუმის ნიტრიტზე მისი შემდგომი ნატრიუმის ტუტით ნეიტრალიზაციით. მისი კონცენტრაციის მაჩვენებელია სინათლის შთანთქმა 302 ნმ დიაპაზონში(pH 12, ε302 = 1670 M−1 cm−1).[5]
ONOO− ურთიერთქმედებს ნუკლეოფილურად ნახშირბადის დიოქსიდთან. ცოცხალ ორგანიზმებში ნახშირბადის დიოქსიდი დაახლოებით 1მმ-ს წარმოადგენს და მისი რეაქცია ONOO−-სთან ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ფიზიოლოგიური რეაქციების მიმდინარეობისას ONOO−-ს რეაქცია ნახშირბადის დიოქსიდთან სრულდება ნიტროზოპეროქსიკარბონატი წარმოქმნით (ONOOCO2−). ONOOCO2− თავისი მხრივ განიცდის ჰომოლიზს კარბონატის რადიკალისა და აზოტის დიოქსიდის წარმოქმნით. დროის დაახლოებით 66%-ის განმავლობაში ეს ორი რადიკალი თავიდან ერთდება ნახშირბადის დიოქსიდისა და ნიტრატების წარმოქმნით. დანარჩენ დროს ისინი იხსნებიან გამხსნელში და წარმოქმნიან თავისუფალ რადიკალებს. სწორედ ეს რადიკალები (კარბონატისა და აზოტის დიოქსიდის) წარმოადგენენ მიზეზს, რის გამოც პეროქსინიტრიტს უჯრედის დაზიანება შეუძლია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.