პერანგა (მესხეთის ქედი)
მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
პერანგა — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედზე, მდინარე კინტრიშის მარცხენა შენაკადის — მაღალასხევისღელეს სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2235 მ. აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-კონგლომერატებითა და ანდეზიტებით. კალთები ციცაბოა, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, წვერზე სუბალპური მდელოა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერანგა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები პერანგა ...
პერანგა | |
---|---|
კოორდინატები: 41°42′12″ ჩ. გ. 42°07′49″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2235 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა, ტუფ-კონგლომერატი და ანდეზიტი |
დახურვა