პეპი II
From Wikipedia, the free encyclopedia
პეპი II ნეფერკარა, პიოპი II — ძველი ეგვიპტის ფარაონი, რომელიც მართავდა დაახლოებით ძვ. წ. 2279-2219 წლებში, მიეკუთვნება VI დინასტიას.
ფარაონ პეპი I-ისა და დედოფალი ანეხნესმერირა II-ის უმცროსი შვილი, მერენრა I-ის ღვიძლი ძმა, პირველი ძველი ეგვიპტის ვეზირი-ქალის ნებეტის შვილიშვილი. ითვლება, რომ პეპი II ტახტზე ავიდა 6 წლის ასაკში და იცოცხლა 100 წლამდე. მისი მმართველობა გრძელდებოდა 94 წელს და იყო ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა მსოფლიო ისტორიაში. გამოითქვა მოსაზრებაც, რომ ფარაონმა მართა 64 წელი.