პენ ო რეზენი
ფრანგული საკონდიტრო ნაწარმი / From Wikipedia, the free encyclopedia
პენ ო რეზენი (ფრანგ. Pain aux raisins, წარმოთქმა ფრანგულად: [pɛ̃ o ʁɛzɛ̃] ( მოსმენა)), ასევე ესკარგო (ფრანგ. Escargot, წარმოთქმა ფრანგულად: [ɛskaʁɡo] ( მოსმენა)) ან პენ რეზე — სპირალური ფორმის საკონდიტრო ნაწარმი, რომელსაც ხშირად მიირთმევენ საუზმეზე საფრანგეთში. მისი სახელები ითარგმნება როგორც „ქიშმიშიანი პური“, „ლოკოკინა“ და „რუსული პური“. ის არის ვენური დესერტების ოჯახის (ფრანგ. pâtisserie viennoise) წევრი.
სწრაფი ფაქტები ტიპი, რიგითობა ...
ფრანგული სტილის pain aux raisins | |
ტიპი | საკონდიტრო ნაწარმი |
---|---|
რიგითობა | საუზმე |
წარმოშობის ადგილი | საფრანგეთი |
ძირითადი შემადგენლობა |
ცომი, ქიშმიში, მოხარშული კრემი[1] |
დახურვა
საფრანგეთში, როგორც წესი, ეს არის კრუასანის ან პენ ო შოკოლას ვარიანტი, რომელიც მზადდება საფუარიანი და კარაქიანი ცომით. მას ემატება ქიშმიში, იხვევა სპირალურად და ემატება მოხარშული კრემი (ფრანგ. crème pâtissière). თუმცა, ჩრდილოეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ რაიონში, იგი ჩვეულებრივ მზადდება ტკბილი პურის ან ბრიოშის ცომით.