![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e1/%25D0%259F%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B6%25D0%25B8%25D0%25BD%25D0%25B0_%25D0%25B2%25D1%258B%25D1%2588%25D0%25B5_%25D0%2590%25D1%258F%25D0%25BD%25D0%25BA%25D0%25B8.jpg/640px-%25D0%259F%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B6%25D0%25B8%25D0%25BD%25D0%25B0_%25D0%25B2%25D1%258B%25D1%2588%25D0%25B5_%25D0%2590%25D1%258F%25D0%25BD%25D0%25BA%25D0%25B8.jpg&w=640&q=50)
პენჟინა
From Wikipedia, the free encyclopedia
პენჟინა[1] (რუს. Пенжина) — მდინარე რუსეთში, კამჩატკის მხარეში. სიგრძე 713 კმ, აუზის ფართობი 73,5 ათ. კმ². სათავეს იღებს კოლიმის მთიანეთზე, ზემო წელზე მიედინება ღრმა ხეობაში, ქვემოთ — მთათაშორის ქვაბულში, ჩაედინება პენჟინის უბეში (ოხოტის ზღვა). იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. წყლის საშუალო მრავალწლოვანი ხარჯი დაახლ. 680 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება მაისში – ივნისის დასაწყისში. ძირითადი შენაკადებია: შაიბოვეემი, კონდირევა, ოკლანი (მარჯვენა), აიანკა, ჩორნაია, ბელაია/პალმატკინა (მარცხენა). დასაცურებელი და სანაოსნოა.[2]
სწრაფი ფაქტები პენჟინა რუს. Пенжина, ქვეყანა ...
პენჟინა რუს. Пенжина | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | კამჩატკის მხარე |
მარჯვენა შენაკადები | შაიბოვეემი, კონდირევა, ოკლანი |
მარცხენა შენაკადები | აიანკა, ჩორნაია, ბელაია |
სათავე |
კოლიმის მთიანეთი 64°54′45″ ჩ. გ. 163°31′22″ ა. გ. |
შესართავი |
პენჟინის უბე 62°28′24″ ჩ. გ. 165°17′06″ ა. გ. |
სიგრძე | 713 კმ |
აუზის ფართობი | 73,5 ათ. კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 680 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა