From Wikipedia, the free encyclopedia
პეკინის ზაფხულის სასახლე (ჩინ. 頤和園) — სასახლე ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. მდებარეობს ე.წ. დღეგრძელობის ბორცვზე, კუნმინხუს ტბის პირას და სამი მხრიდან სწორედ ამ ტბის წყლითაა შემოფარგლული. სასახლის კომპლექსი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ სასახლეს, ბაღებს და სხვა კლასიკურ არქიტექტურულ სტილში ნაგებ სტრუქტურებს.
ტაიშანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iii |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 39°59′51″ ჩ. გ. 116°16′04″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1998 (22-ე სესია) |
ნომერი | 880 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 880 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სასახლის მშენებლობა 1750 წელს ბაღის შექმნით დაიწყო, რომლის გაშენებაც იმპერატორმა ციანლუნმა ბრძანა, რომელიც კუნმინხუს ტბის ხელოვნურად შექმნასაც გუსლიხმობდა. სასახლის კომპლექსმა გადაიტანა ორი მნიშვნელოვანი თავდასხმა, ერთი ინგლისურ-ფრანგული შენაერთების მხრიდან 1860 წელს და მეორე ე.წ. მოკრივეთა აჯანყების დროს 1900 წელს. იგი ორივეჯერ გადარჩა და შეკეთებულ იქნა 1886 და 1902 წლებში. გარკვეულ დროს, სასახლე წარმოადგენდა ქალი იმპერატორის, ცისის საზაფხულო რეზიდენციას, რომელმაც მის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში 30 მლნ თეილი ვერცხლი დახარჯა.
1998 წელს, იუნესკომ ზაფხულის სასახლე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.