From Wikipedia, the free encyclopedia
პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია (ესპ. Provincia de Pedro Domingo Murillo) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია პალკა. იგი მოიცავს ქვეყნის დედაქალაქ ლა-პასსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქ ელ-ალტოს. წარმოადგენს ბოლივიის ყველაზე ხალხმრავალ პროვინციას. სახელი ეწოდა ბოლივიის ეროვნული გმირის — პედრო დომინგო მურილიოს პატივსაცემად (1756-1809).
პროვინცია | |
---|---|
პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია Provincia de Pedro Domingo Murillo | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | Palca |
კოორდინატები | 16°30′00″ ს. გ. 68°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 4 705 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
მოსახლეობა | 1 484 328 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 315,5 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
ოფიციალური საიტი | http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/289-provincia-pedro-domingo-murillo.html |
პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 705 კმ²-ს შეადგენს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 70%-ით გაიზარდა.
პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.