პარიზის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის მეტროპოლიტენი ან პარიზის მეტრო (ფრანგ. Métro de Paris) — პარიზის მიწისქვეშა ჩქაროსნული ტრანსპორტის სისტემა; საფრანგეთი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პარიზის მეტროს წყალობით გახდა სიტყვა მეტრო ესოდენ გამოყენებადი მსოფლიოს სხვადასხვა ენაში, მათ შორის, ქართულშიც. მეტროში ჩასასვლელი აღნიშნულია ასოთი „М“. მეტროქსელი სრულიად პარიზსა და მიმდებარე გარეუბნებს მოიცავს. მეტროსადგურები არცთუ ღრმად არის მიწისქვეშ განლაგებული; გაცილებით მეტ სიღრმეზეა საქალაქო ელექტრომატარებლების - RER - ქსელი, რომელიც ქალაქს რამდენიმეჯერ სერავს А, B, C, D, და E ხაზებით.
მეტი ინფორმაცია პარიზის მეტროპოლიტენი, ინფორმაცია ...
პარიზის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ქალაქი | პარიზი |
გახსნის თარიღი | 1900 წ. |
ხაზის სიგრძე | 226.9 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 308 |
ხაზთა რაოდენობა | 16 |
მგზავრები დღეში | 4.16 მლნ. |
მგზავრები წელიწადში | 1.520 მლრდ. |
ხაზების სქემა | |
დახურვა