![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/76/Paraguari.jpg/640px-Paraguari.jpg&w=640&q=50)
პარაგუარი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარაგუარი (ესპ. Paraguarí) — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, პარაგუარის დეპარტამენტის დედაქალაქი. მდებარეობს ასუნსიონიდან 66 კმ-ის დაშორებით. 2002 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 22 154 ადამიანს შეადგენდა. დაარსდა 1775 წელს. 1960 წლის 18 აგვისტოს მიენიჭა რაიონის სტატუსი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პარაგუარი Paraguarí | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
დეპარტამენტი | პარაგუარიპარაგუარის დეპარტამენტი|პარაგუარი | ||
კოორდინატები | 25°38′00″ ს. გ. 57°09′00″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1775 | ||
ფართობი | 273 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 87 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||
მოსახლეობა | 22 154 კაცი (2002) | ||
სიმჭიდროვე | 81 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 531 | ||
საფოსტო ინდექსი | 4000 | ||
პარაგუარის „ეროვნული დამოუკიდებლობის აკვანს უწოდებენ“, რადგან ამ ქალაქში, 1811 წლის 11 იანვარს, პარაგუარის ბრძოლაში დაამარცხეს არგენტინის არმია.
ქალაქს ჩრდილოეთით ალტოს-კორდილიერის მთები ესაზღვრება, სამხრეთით კი ფართო სავანა.
საშუალო წლიური ტემპერატურა 21°C-ია, მაქსიმალურ ნიშნულს 39°C-ს ის ზაფხულში აღწევს, ზამთარში კი 2°C-მდე ეცემა.
ეკონომიკის მთავარი დარგის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. ასუნსიონთან საკმაოდ კარგადაა დაკავშირებული გზებით, ამიტომ ის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მომმარაგებელს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მისი როლი როგორც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცენტრისა.