From Wikipedia, the free encyclopedia
პარაგვაის სახელმწიფო გერბი — პარაგვაის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო. მისი პირველი ვერსია 1820 წელს, დიქტატორ ფრანსიას რეჟიმის დროს შეიქმნა.
მრგვალ, თეთრ ფონს ესაზღვრება წითელი ზოლი წარწერით: „República de Paraguay“ (პარაგვაის რესპუბლიკა). ცენტრში, ლურჯ ფონზე გამოსახულია ყვითელი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელზეც შემოხვეულია ერთმანეთს გადაჯაჭვული პალმისა (მარცხნივ) და ზეთისხილის რტოები.
გერბის უკანა მხარეს გამოსახულია ლომი, ჯოხისა და თავისუფლების ქუდის პირისპირ. წითელ ფონზე გასდევს წარწერა „Paz Y Justicia“ (მვიდობა და სამართლიანობა). მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე პარაგვაის დროშის უკანა მხარესაა გამოსახული, ის მაინც გამოიყენება ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში, წინა მხარესთან ერთად კი აღბეჭდილია პარაგვაის ეროვნული ვალუტის — გუარანის ბანკნოტებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.