![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Papaloapanrivermap.png/640px-Papaloapanrivermap.png&w=640&q=50)
პაპალოაპანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პაპალოაპანი – მდინარე მექსიკაში, ვერაკრუსის შტატის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სახელწოდება მომდინარეობს აცტეკების ენიდან და ნიშნავს „პეპელის მდინარეს“.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Papaloapanrivermap.png/640px-Papaloapanrivermap.png)
პაპალოაპანი სათავეს იღებს აღმოსავლეთი სიერა-მადრეს მთიანეთში, ოახაკასა და ვერაკრუსის შტატების საზღვართან. მისი სიგრძე 122 კილომეტრია და ერთვის მექსიკის ყურეში, ალვარადოს ლაგუნას. პაპალოაპანის ნაპირებზე გაშენებულია ორი ქალაქი: სან-ხუან-ბაუტისტა-ტუშტეპეკი (ოახაკას შტატი) და ტლაკოტალპანი (ვერაკრუსი).