![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a1/Pandita_Ramabai_Sarasvati_1858-1922_front-page-portrait.jpg/640px-Pandita_Ramabai_Sarasvati_1858-1922_front-page-portrait.jpg&w=640&q=50)
პანდიტა რამაბაი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანდიტა რამაბაი სარასვატი (23 აპრილი 1858 - 5 აპრილი 1922) – ინდოელი სოციალური რეფორმატორი,სწავლული, ფემინისტი, განმანათლებელი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ინდოელი ქალების ყოფის გაუმჯობესებას. ის გახლდათ პირველი ქალი, რომელმაც შეისწავლა სანსკრიტი. 1889 წლის კონგრესის სესიის ათი დელეგატი ქალიდან პანდიტა რამაბაი ერთ-ერთი იყო. 1890-იანი წლების ბოლოს მან დააარსა მუქტის მისია სოფელ კედგაონში, ქალაქ პუნიდან ორმოცი მილის აღმოსავლეთით. მოგვიანებით მისიას ეწოდა Pandita Ramabai Mukti Mission. პანდიტამ იქორწინა სხვა კასტის წარმომადგენელზე და დაქვრივების შემდეგ აქტიურად განაგრძო საზოგადოებრივი საქმიანობა. ის ხმამაღლა ალაპარაკდა არსებულ პრობლემებზე და ღიად დაუჭირა მხარი ქალებისთვის განათლების მიცემას.[1]
სწრაფი ფაქტები პანდიტა რამაბაი, დაბადების თარიღი ...
პანდიტა რამაბაი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
23 აპრილი 1858 კანარას რაიონი, ბრიტანეთის ინდოეთი ახლაკარნატაკა ინდოეთი |
გარდაცვალების თარიღი |
5 აპრილი 1922 (63 წლის) ბომბეის პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი |
საქმიანობა | განმანათლებელი, ფემინისტი, სოციალური რეფორმატორი |
აქტიური | 1885-1922 |
ორგანიზაცია | პანდიტა რამაბაის მუქტის მისია, კედგაონი |
მეუღლე(ები) | ბიპინ ბეჰარი მედჰავი |
შვილ(ებ)ი | 1 |
დახურვა