პალეოლოგოსები
From Wikipedia, the free encyclopedia
პალეოლოგოსები (ბერძ. Παλαιολόγοι) — ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი სამეფო დინასტია. იმპერიას განაგებდნენ 2 საუკუნის განმავლობაში 1261 წლიდან — მიხეილ VIII-ს მიერ კონსტანტინოპოლის ჯვაროსნებისაგან გათავისუფლების მომენტიდან, 1453 წლამდე — ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაცემამდე. დინასტიას ენათესავებიან კანტაკუზენები. პალეოლოგოსების მმართველობის პერიოდს ემთხვევა ბიზანტიის კულტურის უკანასკნელი აღზევება, რომელიც ცნობილია პალელოგოსების აღორძინების სახელით, ამავე დროს მათი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ქვეყნის ტერიტორიის შემცირება და საბოლოოდ დამხობა.
პალეოლოგოსები მართავდნენ ბიზანტიის იმპერიას, მორეის დესპოტატს და მონფერატის საგრაფოს.